ომი დიდხანს გაგრძელდება, კრემლი განზრახ აჭიანურებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს – ISW-ის ექსპერტები

მოკლედ და კონკრეტულად, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ომი გაგრძელდება დიდხანს და შუალედური შედეგი არ დადგება- ან სრულად მარცხდება რუსეთი და დამდგარი ფაქტის შესაბამისად ის მისი სურვილის საწინააღმდეგოდ უარს ამბობს იმპერიალისტურ მისწრაფებაზე, ან მარცხდება უკრაინა და ევროპული უსაფრთხოება. შედეგი, რომელიც ორივე სახელმწიფოს მისცემს მანიპულაციური პოზის შექმნის შესაძლებლობას, რომ ომში გაიმარჯვეს, არ დადგება.

Institute for the Study of War (ომის შემსწავლელი ინსტიტუტი) : “კრემლი ემზადება ხანგრძლივი ომისთვის და განზრახ აჭიანურებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს”.
ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კრემლის მიდგომა მოლაპარაკებების მიმართ — განსაკუთრებით სტამბოლში გაკეთებული ბოლო განცხადებები მიუთითებს, რომ რუსეთის მიზანი კვლავ უკრაინის სრული კაპიტულაციაა. რუსული მხარე ომის შეწყვეტას არ განიხილავს კომპრომისების შედეგად, არამედ აყენებს საკუთარ ტერიტორიულ პრეტენზიებს, როგორც ზავის პირობას და არა დიალოგის საგანს.

ISW-ის აზრით, მოსკოვი განზრახ ქმნის დიალოგისთვის მზაობის ილუზიას, ამავდროულად წამოაყენებს ულტიმატუმის სახის მოთხოვნებს, რომლებიც კიევისთვის მიუღებელია და არ ავლენს არანაირ მიდრეკილებას დათმობებისკენ.
„პუტინი, სავარაუდოდ, არ დათანხმდება კომპრომისებზე, სანამ უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები არ დაარღვევენ მის წარმოდგენას “ძალთა გამოფიტვის ომის” შესახებ. ამ სტრატეგიის თანახმად, რუსეთი ცდილობს გამარჯვებას უწყვეტი, ნელი წინსვლითა და უკრაინული ძალების თანდათანობითი გამოფიტვით, რაც უკრაინას ფართომასშტაბიანი კონტრშეტევების შესაძლებლობას ართმევს“, — ნათქვამია ანგარიშში.

კრემლის ოფიციალური პირები აგრძელებენ მინიშნებებს, რომ რუსეთი მზადაა გააგრძელოს ან კიდევ უფრო გაამწვავოს ომი უკრაინის წინააღმდეგ, თუ უკრაინა და დასავლეთი არ დათანხმდებიან რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის კაპიტულაციის შესახებ.
რუსეთი აგრძელებს უკრაინის ამჟამინდელი მთავრობის ლეგიტიმურობის უარყოფას და ქმნის ისეთ პირობებს, რათა მომავალში უარყოს ნებისმიერი უკრაინულ-რუსული სამშვიდობო შეთანხმება.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი რომში ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდა
შემდეგი სტატიარუსეთი უკრაინის ტრიტორიაზე ღამის საათებში აპირებს კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას RS-24 Yars ICBM-ს 11.000 კილომეტრის დაფარვით