ომი დასრულდება მოლაპარაკებების მაგიდასთან – სტოლტენბერგი ბაიდენთან საუბრის შემდეგ

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება და უკრაინას კვლავ სჭირდება ალიანსის მხარდაჭერა.
ამის შესახებ მან ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ჯეიკ სალივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
”ომები არსებითად არაპროგნოზირებადია და ამიტომ ჩვენ უბრალოდ უნდა ვიყოთ მზად გრძელვადიან პერსპექტივაში”, – თქვა სტოლტენბერგმა.
მან დასძინა, რომ ეს გადაიზარდა “გამანადგურებელ ომში”, რომელშიც უკრაინელები “ძვირფასს იხდიან ბრძოლის ველზე საკუთარი ქვეყნის დასაცავად”, მაგრამ “რუსეთი დიდ ზარალს იღებს. აშშ-ს მხარდაჭერა „ყოველდღე ცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე“.
„პრეზიდენტ პუტინს ნაკლები ნატო სურდა და ამიტომაც შეიჭრა უკრაინაში, მაგრამ მეტს იღებს“, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავას სასახლეში გალა-ვახშამს და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო
შემდეგი სტატიაბულგარეთი აღარასოდეს გამართავს მოლაპარაკებებს „გაზპრომთან“ გაზის მიწოდებაზე – ბულგარეთის ვიცე-პრემიერი