ომი არ დასრულებულა, მაგრამ “ჰამასის” განიარაღება გარდაუვალია – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ომი “არ დასრულებულა” და პირობა დადო, რომ ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის განიარაღება მოხდება.

“ისინი, ვისაც ჩვენთვის ზიანის მოყენება უნდა, კვლავ შეიარაღებას იწყებენ. მათ არ უთქვამთ უარი ჩვენი განადგურების მიზანზე.” – თქვა ნეთანიაჰუმ.

ქნესეთის წინაშე ისრაელის პრემიერმა ასევე პირობა დადო, რომ ჰამასი განიარაღდება. “ღაზის დემილიტარიზაცია მოხდება. ეს ან მარტივი გზით მოხდება, ან – რთული გზით, მაგრამ მოხდება.” – დაამატა მან.

ამას გარდა, მან მინიშნა, რომ ისრაელი უფრო და უფრო უახლოვდება “რეგიონში იმაზე მეტ სახელმწიფოს,” ვიდრე ოდესმე და დაამატა, რომ მოსახლეობა ამის შესახებ მეტ ინფორმაციას გაიგებს.

banner
წინა სტატიაში„ომი რომ არ უნდა“, ის მთავრობა წალენჯიხაში უკვე დროშებსაც ეომება
შემდეგი სტატია2.000 ყალბი აქციზური მარკის გასაღებისთვის ორი პირი დააკავეს