„ომეგა ჯგუფის“ საქმე – დიმიტრი ქუმსიშვილი ადასტურებს, რომ მის გამოკითხვას ლონდონის სასამართლო აპირებს

დიმიტრი ქუმსიშვილს „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროცესზე გამოსაკითხად დაიბარებენ – აღნიშნულ ინფორმაციას თავად ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ამის შესახებ ინფორმირებული.

ქუმსიშვილის თქმით, მან წერილი მხოლოდ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის ბრიტანელი ადვოკატისგან მიიღო. ეკონომიკის ყოფილი მინისტრის განცხადებით, მიღებულ წერილში მხოლოდ ის ეწერა, რომ ლონდონის სასამართლოს მიმდინარე საქმის ფარგლებში სასამართლოს ინტერესის ობიექტს წარმოადგენს.

„წერილს, რომელიც ლონდონიდან მივიღე, გავეცი პასუხი. ქმედებებიდან გამომდინარე, რომელიც ჩემთვის გახდა ცნობილი, ჩემი სარჩელი მაქვს პროკურატურაში შეტანილი. საბოლოო ჯამში, ალბათ, პროცესუალურად დალაგდება ყველაფერი ისე, როგორც უნდა დალაგდეს. წერილში ეწერა, რომ არის ერთი ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, სარჩელი შეიტანოს მეორე ჯგუფის მიმართ და მათ შორის, ჩემი სახელიც არის გაჟღერებული, რაზეც პასუხი გავეცი, რომ არანაირი კავშირი არანაირ კონსპირაციასთანარ მაქვს. არ არსებობს გამოკითხვის თარიღები, მსგავსი არაფერი მიმიღია“, – განაცხადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა.

ყოფილი ვიცე-პრემიერის თქმით, ის თავად ითხოვს პროკურატურისგან გამოიძიონ “ომეგა ჯგუფის” საქმე და აცხადებს, რომ ის არ ფიგურირებდა იმ გარიგებაში, რომელზეც ზაზა ოქუაშვილი და ლევან ყიფიანი გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებში საუბრობენ.

banner
წინა სტატიაშიგახარია პარლამენტში – შეხვედრას ზაზა სარალიძე ესწრება
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება – დანიის მხარე პოზიტიურად აფასებს საქართველოდან დანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირებას