„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძის მიერ ტელეეთერში გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით,განცხადებას ავრცელებს

region
ავტ.: region სექტემბერი 17, 2019 17:22

„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძის მიერ ტელეეთერში გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით,განცხადებას ავრცელებს

„ომეგა ჯგუფი“ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ ტელეეთერში გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„2019 წლის 15 სექტემბერს, ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა „მთავარი აქცენტების“ სტუმარმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2016 წლის 21 და 22 აპრილს ადგილი არ ჰქონია „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების კუთვნილი 4 მილიონი ლარის შესაბამისი ვალუტის თი ბი სი ბანკიდან უკანონოდ გაცემას, რასაც შედეგად მოჰყვა აღნიშნული თანხის გამოძალვა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, აღნიშნული თანხა გაიცა დირექტორებზე, რომლებსაც დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ თიბისი ბანკთან და ამასთან, თანხის გაცემა განხორციელდა სამუშაო პერიოდში.

აღნიშნული განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ თანხა ნამდვილად გაცემული იქნა იურიდილი პირებისთვის განკუთვნილი მომსახურების საათეების დასრულების შემდეგ, რასაც ადასტურებს სალაროს გასავლის ორდერი და არც შესაბამისი დირექტორები იყვნენ თიბისი ბანკის ამ ოპერაციამდე საქმიან ურთიერთობებში, თBჩ ბანკს არ გააჩნდა არავითარი უფლება ეს თანხა გაეცა, თანხის გაცემისთვის აუცილებლი სათანადო დოკუმენტაციის არქონის გამო, რაც საბოლოოდ განხორციელდა ყოფილი გენერალური პროკურორის – ოთარ ფარცხალაძის და იმდროინდელი ბიზნესოომბუდსმენისა და დღევანელი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ ბანკის მენეჯმენტზე, მათ შორის უშუალოდ, პირდაპირ მამუკა ხაზარაძეზე განხორციელებული ზეწოლის და მითითების შედეგად.

,,უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად (5.2. ,,ი“ და 6.10 მუხლების მოთხოვნები), ბანკი ვალდებული იყო განეხორციელებინა მონიტორინგი და მოეხდინა ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, მიეღო გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით. ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია კი ,,თიბისი ბანკს“ არც 2016 წლის 21 აპრილს და არც 22 აპრილს არ მოუხდენია და ვერც მოახდენდა, იმ მიზეზის გამო, რომ ბანკისთვის წარდგენილი არ ყოფილა ე.წ. ,,ინქუმბენსის სერთიფიკატი“, რომელიც სავალდებულოა კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიცირებისათვის. ამგვარი სერთიფიკატი გაცემული იქნა მხოლოდ 2016 წლის 28 აპრილს, ხოლო ნოტარიულად დამოწმებული და „თიბისი ბანკში“ წარდგენილი იქნა 2016 წლის 17 მაისს . ეს დოკუმენტაცია თი ბი სი ბანკისთვის არ იყო წარდგენილი იმ მიზეზით, რომ არ განხორციელებულიყო „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი თანხების იძულებითი დაუფლება – მოთხოვნა, რომელიც ექს პრემიერ ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა.

შესაბამისად, მამუკა ხაზარაძის განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან თი ბი სი ბანკის უფლებამოსილმა პირებმა 4 მილიონამდე თანხის გაცემით უხეშად დაარღვიეს საბანკო სფეროში მოქმედი კანონდებლობა,” – აღნიშნულია „ომეგა ჯგუფის“ განცხადებაში.

region
ავტ.: region სექტემბერი 17, 2019 17:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,892
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics