ომები არაპროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ – სტოლტენბერგი

ომები არაპროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პოლონურ გამოცემა ინტერვიუში განაცხადა.

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, პუტინმა დაუშვა სტრატეგიული შეცდომა, რადგან დასახული მიზნების მიღწევა ერთ კვირაში დაგეგმა, ახლა კი ომის მე-13 კვირა მიმდინარეობს და რუსულმა ჯარებმა უკან დაიხია კიევიდან, ხარკოვიდან, ჩრდილოეთ უკრაინიდან.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ 2014 წლიდან ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა კანადა, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, თურქეთი გაწვრთნეს ათასობით უკრაინელი სამხედრო და მიაწოდეს იარაღი, რომელიც ახლა საჭიროა ბრძოლის ველზე. როგორც მედია იტყობინება, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს ორ მთავარ ამოცანად დაასახელა უკრაინის მხარდაჭერა და ესკალაციის პრევენცია.

banner
წინა სტატიაშიდასავლეთმა უნდა ისწავლოს ისტორიის გაკვეთილები მას შემდეგ, რაც პუტინს საქართველოში, ყირიმსა და დონბასში შეჭრამდე დაუთმეს – ტრასი
შემდეგი სტატიაწულუკიანი ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომლის გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურა