ომბუდსმენს შეწყალების საქმეში კორუფიციის ფაქტზებზე არაფერი სმენია

სახალხო დამცველი და ამავე დროს შეწყალების კომისიის წევრი უჩა ნანუაშვილი საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

პატიმართა გათავისუფლების საქმეში ხელისუფლების წარმომადგენელთა სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებით შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი გუშინ პროკურატურაში დაკითხეს.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ მან იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელზეც დეპუტატი საუბრობს, გუშინ შეიტყო და მანამდე ზეწოლის რაიმე ფაქტზე ინფორმაცია არ ჰქონია.

“ჩემზე არც ყოფილა და ალბათ ვერც იქნება ვერანაირი ზეწოლა. მხოლოდ გუშინ გავიგე, რომ ზოგადად ასეთი ფაქტები არსებობდა. თუკი ასეთი რამ ნამდვილად ხდებოდა, გამოძიება აუცილებელია,” – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის თქმით, სასურველი იყო, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებას სცოდნოდა დაუყოვნებლივ.

“მე, როგორც სახალხო დამცველი და ასევე, როგორც შეწყალების კომისიის წევრი პირადად, ორმაგად ვარ დაინტერესებული, რომ გაირკვეს სიმართლე ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით,” – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმედია თურქული თვითმფრინავების მიერ ერაყის ტერიტორიის დაბომბვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას
შემდეგი სტატიათელავში 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს