ომბუდსმენს ემუქრება და მის საქმიანობაში აშკარად ჩარევას ცდილობს – სიმონიშვილი კობახიძეზე

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ის ომბუდსმენის საქმიანობაში აშკარად ჩარევას ცდილობს.

“იმასაც მოვესწარით, რომ მმართველი გუნდის ლიდერი სახალხო დამცველს ემუქრება და მის საქმიანობაში აშკარად ჩარევას ცდილობს.

იქ, სადაც პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ (სასამართლოში, პროკურატურაში), მარტივადაა საქმე და მართლა დამოუკიდებელ ინსტიტუციასთან მუქარა გახდა საჭირო”, – წერს ნიკა სიმონიშვილი.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტრო – 600%-ით გაზრდილია მიმართვიანობა ვაქცინაციაზე – მთავრობის წამახალისებელი პროგრამის დანერგვის შემდეგ რეგიონებში იმუნიზაციის პროცესი გააქტიურდა
შემდეგი სტატიასუბარი: ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, არ შეიძლება, „ქართული ოცნება“ დაემსგავსოს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს იქნება სირცხვილი