ომბუდსმენმა 2015 წლის ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში პარლამენტს წარუდგინა

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველმა 2015 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში პარლამენტს წარუდგინა.

როგორც “თაიმერს” სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, “სახალხო დამცველის შესახებ”” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველიმა პარლამენტს 2015 წლის ანგარიში წარუდგინა, რომელიც 1259 გვერდს მოიცავს და ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას ასახავს.

“დოკუმენტში მიმოიხილულია სამოქალაქო-პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრი. სახალხო დამცველი ანგარიშში ასევე, ყურადღებას ამახვილებს საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე და თავს უყრის ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებულ ძირითად უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციებს”, _ განაცხადეს აპარატში.

სახალხო დამცველი 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშს საზოგადოებას ხვალ სპეციალურ ბრიფინგზე გააცნობს.

banner
წინა სტატიაში330 პრაქტიკოსს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა
შემდეგი სტატია,, პოლიტიკური სისტემა, რომელშიც არის მხოლოდ ორი მხარე, უკვე მოძველდა ჩვენი პოლიტიკური კულტურისთვის”