ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტმა რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს წევრობა გაუუქმა

საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის (IOI) მმართველმა საბჭომ რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს წევრობა გაუუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტის (IOI) მმართველმა საბჭომ რუსეთის ომბუდსმენს წევრობა პროფესიული ეთიკის და მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევის მიზეზით ორგანიზაციის გაუუქმა.

გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ომბუდსმენის განცხადებები რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოში უკანონო შეჭრის შემდეგ, მათ შორის განცხადებები, რომლებიც ამართლებდნენ უკანონო შეჭრას.

ლომჯარიას თქმით, მან როგორც IOI-ს მსოფლიო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას.

საქართველოს ომბუდსმენი შესაბამის პრესრელიზსაც აქვეყნებს:

„საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც 1978 წელს დაარსდა, ერთადერთი გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც თანამშრომლობს 200-ზე მეტ დამოუკიდებელ ომბუდსმენის ინსტიტუტთან მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან.

საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი ორგანიზებულია ექვს რეგიონულ ჯგუფად: აფრიკა, აზია, ავსტრალია და ოკეანეთი, ევროპა, კარიბის ზღვის აუზისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები და ჩრდილოეთ ამერიკა. ჩვენი წევრები უნდა აკმაყოფილებდნენ ჩვენი წესდებით დადგენილ მაღალ სტანდარტებს“, – განაცხადა საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის პრეზიდენტმა კრის ფილდმა.

„კომისარს წევრობა შეუწყდა, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს ჩვენს შინაგანაწესს, რომელიც მოითხოვს ჩვენი წევრების მიერ ომბუდსმენის ინსტიტუტის საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული ეთიკის დაცვას და მიუკერძოებლობას“.

მნიშვნელოვანია, და როგორც მოსალოდნელი იყო ომბუდსმენის ინსტიტუტებისგან, წევრობის გაუქმების საქმე კომისარს წარედგინა. საქმე მოიცავდა კომისრის უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოში უკანონო შეჭრის შემდეგ, მათ შორის განცხადებებს, რომლებიც ამართლებდნენ უკანონო შეჭრას. საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში კომისარი სრულად სამართლიან პროცედურას დაექვემდებარა.

banner
წინა სტატიაშითამარ გაბუნია – არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მუშაობა მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში
შემდეგი სტატიაფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს – ჰაავისტო