ომბუდსმენის კრიტიკული ანგარიში – იუსტიციის საბჭოს სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს

იუსტიციის საბჭოს სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშს განიხილავენ. ომბუდსმენის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს საბჭოს მოსამართლე წევრი ვასილ მშვენიერაძე ეჭვქვეშ აყენებს და სამუშაო ჯგუფის შექმნა ითხოვს. მშვენიერაძის თქმით, უნდა მოხდეს იმ ინფორმაციის გადამოწმება, რომელიც ანგარიშში მოხვდა.
იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ კი საბჭოს სთავაზობს გაფართოებული სხდომის ჩატარებას, რომელსაც სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

banner
წინა სტატიაში„კობახიძეს ურჩევია, არითმეტიკით კი არა, დეპუტატებთან ურთიერთობით დაკავდეს“ – დავით ჭიჭინაძე
შემდეგი სტატიაახალციხეში ოჯახში ძალადობის ბრალდებით პოლიციელი და მისი ძმა დააკავეს