“ომბუდსმენის განცხადებამ დაადასტურა, რომ ციხეს მართავს ე.წ. შავი სამყარო”

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის თქმით, სახალხო დამცველის განცხადება ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ, ადასტურებს იმას, რაც ისედაც ყველასთვის ნათელი იყო — ციხეს მართავს ე.წ. შავი სამყარო და არა ადმინისტრაცია

“სახალხო დამცველის საგანგებო განცხადებამ დაადასტურა ის, რაც ჩვენ ყველამ ისედაც ვიცოდით, რომ ციხეს მართავს არა მისი ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო. ის, რომ კრიმინალი ქვეყანაში არის გაზრდილი, ეს თავისთავად გამომდინარეობს და დაკავშირებულია ციხეში შავი სამყაროს მმართველობასთან და ამაში, მე მგონი, არც არაფერი არ არის გასაკვირი. ხელისუფლება, რომელიც გადაბმულია კრიმინალთან, ქუჩასთან ერთად ატარებს არჩევნებს, ცხადია ვალშია ამ კრიმინალთან და ცხადია, მას უქმნის ისეთ პირობებს, რაზეც დღეს ლომჯარია საუბრობდა”, — აცხადებს ნადირაშვილი.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ომბუდსმენის უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატია“გასაჯაროვდება აუდიო-ვიდეო მასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ”