ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი კომისიის დასკვნა სტრასბურგისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში უფლებადამცველი შოთა თუთბერიძე მივიდა.

ადვოკატმა დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან ომბუდსმენის ეგიდით შექმნილ ახალ კომისიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასკვნას, რომელსაც დღეს ექსპერტები დადებენ, განსაკუთრებული მტკიცებულებითი მნიშვნელობა ექნება.

“დღევანდელ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ კუთხით, რომ ველოდებით სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ახალი კომისიის დასკვნას. ვფიქრობ, რომ ეს დოკუმენტი განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება როგორც საქართველოში, ასევე სტრასბურგის სასამართლოსთვის და მას ექნება ძალიან კარგი მტკიცებულებითი მნიშვნელობა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ იმ პროფესიონალებმა, რომლებმაც შეაფასეს აქაური გარემო, დიდი ალბათობით, უნდა დაასკვნან და შეიმუშაონ რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა მე-18 დაწესებულებაში შეუძლებელია”, – თქვა შოთა თუთბერიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქსტატი – 200-ლარიანი წამახალისებელი ღონისძიების შედეგად ვაქცინაციის ტემპმა მოიმატა
შემდეგი სტატიაწითლიძე – ცენტრალური ხელისუფლების დავალებით, საკრებულოებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყეს და აპირებენ დაჩქარებული წესით მიღებას