ომბუდსმენი სოფიო კილაძეს მხარდაჭერას უცხადებს

“ქალმა საჯაროდ ისაუბროს მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე ჩვენ საზოგადოებაში ძალიან, ძალიან რთულია, ხოლო საჯარო პირმა, პოლიტიკოსმა და ცნობადმა სახემ – 10 000-ჯერ უფრო რთული და ძალიან დიდ გამბედაობას მოითხოვს,” – განცხადებას სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ავრცელებს.

ომბუდსმენი კილაძის ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ყოფილი მეუღლის მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიურ ზეწოლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

“ოჯახში ძალადობას არ აქვს სოციალური სტატუსი, ასაკი, რელიგია, მისი მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა. სირცხვილი არ არის იყო მსხვერპლი, არც მსხვერპლის “ბრალია” იყოს მსხვერპლი. სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ უნდა დაგვიცვას ასეთ ვითარებაში, საზოგადოება გვერდით უნდა დაუდგეს მათ. ყველა ქალმა უნდა ამოიღოს ხმა ძალადობის დროს და მისცეს სხვებს მაგალითი!” – წერს ნინო ლომჯარია.

banner
წინა სტატიაშიმოძალადე, რომელზეც სოფიო კილაძემ ისაუბრა, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია
შემდეგი სტატიაბენზინს არავინ არ სვამს და სახლში არ მიაქვს-კალაძის კრიტიკული პასუხი მერიის გაზრდილ ხარჯებზე