ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, უზრუნველყოს მომიტინგეთა თელავის მიმართულებით გადაადგილება,

სახალხო დამცველი მანიფესტაციის უფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მანიფესტაციის გამართვა აქციის მონაწილეების კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით.

ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, გადაადგილდნენ თავისუფლად თელავის მიმართულებით, მანიფესტაციის გამართვის მიზნით.

„აღნიშნული წარმოადგენს მათ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხესთან ოპოზიციის კოლონა გადაკეტილი გზის გათავისუფლებას და თელავის მიმართულებით წასვლას ცდილობს. გზის გადაკეტვის გამო პოლიციისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

banner
წინა სტატიაშიინაუგურაცია და კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც დღეიდან ძალაში შედის – თავდაცვის მინისტრი დღევანდელ დღეს ისტორიულად აფასებს
შემდეგი სტატია(video) ინაუგურაციაზე დასასწრებად პრემიერი მივიდა – ბახტაძის განცხადება