ომბუდსმენი რუსთავის ციხეში ვითარების გასაცნობად შედის

რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც ხანძრის შედეგად 2 პატიმარი დაიღუპა, რამდენიმე წუთში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შევა. ის პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებას პირადად შეისწავლის.

“ჩვენც დღეს, საჯაროდ გავრცელებული განცხადების საფუძველზე გავიგეთ, რომ ხანძრის შედეგად გარდაცვლილია 2 პატიმარი. ნამდვილად სამწუხაროა, რომ არც პენიტენციურმა სამსახურმა და არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არ შეგვატყობინა აღნიშნულის თაობაზე. დღეს რამდენიმე საათია ჩემი წარმომადგენლები იმყოფებიან ციხის ტერიტორიაზე, გაესაუბრნენ პატიმრებს და დაათავალიერეს შემთხვევეის ადგილი.

მათთვისაც ცნობილია, რომ ხანძარი დაიწყო სასადილოში, სადილის შემდეგ იმყოფებოდა ერთი პირი, რომლის გამოყვანასაც ცდილობდა სხვა პატიმარი და ისიც დაიღუპა. ჩემი ინფორმაციით, სასადილო არის მოშორებით პატიმრებისაგან, ამიტომ გავესაუბრები რამდენად იგრძნობოდა მათთვის საფრთხე და იყო თუ არა საჭირო ევაკუაცია შექმნილ ვითარებაში. პატიმრების ნაწილი აცხადებს, რომ არ არსებობდა ასეთი საფრთხე, ამიტომ თვითონაც გავესაუბრები პატიმრებს და გეტყვით როგორია მდგომარეობა. დაშავებულებზე ინფორმაცია არ გვაქვს, არის ორი გარდაცვლილი, რომლებიც გუშინ სასწრაფომ წაიყვანა და გადაიყვანეს საავადმყოფოში“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაში„ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე, 4 პირს ბრალი წარუდგინეს
შემდეგი სტატიასარჯველაძე: ცხრაწლიან მმართველობასთან დაკავშირებით ბოდიშები სრულიად ფლიდური იყო