ომბუდსმენი მზად არის, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის საქმე შეისწავლოს

სახალხო დამცველი მზად არის, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის საქმე შეისწავლოს. ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის ოფისს ჰქონდა მცდელობა ინფორმაციის გავრცელებისთანავე ჩართულიყო საქმეში, თუმცა მაშინ სკოლის დირექტორმა ამისთვის მზაობა არ გამოთქვა.

„როდესაც მისი შვილის მიერ გავრცელდა, რომ ხორციელდებოდა ზეწოლა ოჯახის წევრზე, ჩვენ დავუკავშირდით მას და ასევე გვქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ქალბატონთან. იმ ეტაპზე სამწუხაროდ, უარი განგვიცხადა თანამშრომლობაზე, მაგრამ თუ არსებობს დღემდე ეს სურვილი, ჩვენ მზად ვართ, რომ დავიწყოთ ამ საქმის შესწავლა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

სოციალური ქსელის საშუალებით რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში კერძაიას შვილი, ბაჩანა შენგელია ამბობდა, რომ კერძაიას მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობდა. შენგელია სახალხო დამცველს საქმის პირად კონტროლზე აყვანისკენ მოუწოდებს.

ბაჩანა შენგელია წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების” მიერ დავალებულ აგიტაციაზე საუბრობს. მისი თქმით, განათლების სამინისტრომ ინსპექტირების სამსახური სკოლაში მიზანმიმართულად, ია კერძაიასგან უარის მიღების შემდეგ მიავლინა.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე დღეიდან მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს
შემდეგი სტატია“არც ერთი ამ მონაცემის შესაბამისი პირი საარჩევნო სიაში შეყვანილი არ ყოფილა” – მიხეილ სარჯველაძე ნაპოვნ პირადობის მოწმობებზე საუბრობს