ომბუდსმენი: მივესალმებით ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელობის მზადყოფნას, შეასრულოს ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები

სახალხო დამცველის აპარატი უახლოეს მომავალშიც გეგმავს არაერთ ვიზიტს ნინოწმინდის პანსიონში, იქ არსებული მდგომარეობის სრულფასოვანი შესწავლის, არასრულწლოვანთა საჭიროებების შეფასებისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგის მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ განცხადებაშია აღნიშნული.

„სახალხო დამცველი მიესალმება ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელობის მზადყოფნას, უზრუნველყონ დაწესებულებაში სახალხო დამცველის საქმიანობის დაუბრკოლებელი განხორციელება და აღნიშნულის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციის შესრულება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 ივნისისთვის
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის მსურველებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადი 7 ივლისამდე უნდა წარადგინონ