ომბუდსმენი: მელაშვილის ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლება დაირღვა

სახალხო დამცველმა ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლების დარღვევა დაადგინა. ომბუდსმენის ცნობით, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები შინაარსობრივად გაეცნენ მელაშვილის მიერ დაწერილ მასალას და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზეს ადვოკატს ჩაბარება. სახალხო დამცველმა 2021 წლის 28 იანვარს იუსტიციის მინისტრს N8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წინადადებით მიმართა.

“სახალხო დამცველის რწმუნებულთა მიერ შედგენილი ოქმებით, N8 დაწესებულებიდან მოპოვებული დოკუმენტაციისა და სხვა მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის 30 დეკემბერს ივერი მელაშვილი შეხვდა ადვოკატს, რომელთანაც განიხილავდა დაცვის სტრატეგიის საკითხებს. მან ადვოკატის მიწოდებულ რუკებზე გააკეთა კომენტარები მინაწერის სახით და ითხოვა მასალების ადვოკატისთვის გადაცემა. ადვოკატისთვის დოკუმენტაციის გადაცემის ნაცვლად, დაწესებულების თანამშრომლები შინაარსობრივად გაეცნენ კომენტარებს და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზეს ადვოკატს რუკების ჩაბარება”. – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბარამიძე: პროცესები “ქართული ოცნების” თამაშია
შემდეგი სტატიალევან იოსელიანი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს