ომბუდსმენი მაია ოთინაშვილს შეხვდა – ლომჯარია საოკუპაციო ხაზთან

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ჩავიდა, სადაც ცხინვალის რეგიონში ათდღიანი უკანონო თავისუფლების აღკვეთის შემდეგ გათავისუფლებულ მაია ოთინაშვილს შეხვდა და გათავისუფლება და სახლში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა. საუბრისას ნინო ლომჯარია განსაკუთრებით დაკავების დეტალებით, პატიმრობის პირობებითა და მოპყრობით დაინტერესდა. სახალხო დამცველმა ის ადგილი დაათვალიერა, საიდაც მაია ოთინაშვილი ოსმა ე.წ. მესაზღვრეებმა 29 სექტემბერს გაიტაცეს.

სახალხო დამცველი ასევე შეხვდა 87 წლის დავით ვანიშვილს, რომლის საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი, მცოცავი ანექსიის შედეგად, მავთულხლართს მიღმა დარჩა. მისი თქმით, იგი სრულ მარტოობაში ცხოვრობს ავადმყოფ მეუღლესთან ერთად, რომელთანაც ვერ ხერხდება ექიმის შეყვანა. იზოლაციის გამო, მოხუცი ცოლ–ქმარი ვერც საქართველოს მოქალაქეთათვის განკუთვნილი სერვისებით სარგებლობენ.

სახალხო დამცველი გეგმავს მიმართოს საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტს, რათა მავთულხლართს მიღმა დარჩენილ ოჯახს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიონ.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი: საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ზეწოლას ფინანსების კუთხით უარი უთხრა
შემდეგი სტატიაელიტური კორუფცია, ფარცხალაძის მონაწილეობა საეჭვო გარიგებებში, საეჭვო შესყიდვები, თავდასხმა და სკანდალური ჩანაწერები – IDFI სკანდალურ კვლევას აქვეყნებს