ომბუდსმენი კრებსებზე: იცოდნენ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ უშვებდნენ ნინოწმინდის პანსიონში

სულ მცირე, რაც ვნახე, მათ იცოდნენ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ უშვებდნენ ნინოწმინდის პანსიონში წლების განმავლობაში მეუფე სპირიდონის მითითებით – აცხადებს ომბუდსმენი სუს-იდან გამოჟონილ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას.

ნინო ლომჯარიას თქმით, სისტემამ იცოდა, რომ სახალხო დამცველის საქმიანობას ხელი ეშლებოდა, რაც დანაშაულია და ამაზე რეაგირება არ მომხდარა.

გარდა ამისა, ომბუდსმენის თქმით, კრებსებში მოხვდა მისი მდივნისა და ერთ-ერთი საელჩოს წარმომადგენლის საუბარი რიგითი შეხვედრის დაგეგმვასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – უნდა დავამთავროთ საბჭოთა კაგებეშნიკური წარსული, ამის ძალა ვართ „სტრატეგია აღმაშენებელი“
შემდეგი სტატიაკობახიძე – ღალატში არიან შემჩნეული კონკრეტული ადამიანები, რომლებიც აღარ არიან დღეს ჩვენი გუნდის წევრები