ომბუდსმენი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე: ვერ ვხედავთ ფულის გათეთრების დანაშაულს

ჩვენ საერთოდ ვერ ვხედავთ, რომ ის ქმედება რასაც პროკურატურა ედავება აღნიშნულ პირებს, წარმოადგენდეს ფულის გათეთრების დანაშაულს -სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისთვის წარდგენილ ბრალსა და წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, სასამართლო პროცესის განახლებას გამოეხმაურა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, მათ ბრალი საერთოდ უნდა მოეხსნათ.

„სახალხო დამცველს პირდაპირ აქვს ნათქვამი და ამაზე სასამართლოში წარდგენილი გვაქვს „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება, რომ ჩვენ საერთოდ ვერ ვხედავთ, რომ ის ქმედება რასაც პროკურატურა ედავება აღნიშნულ პირებს, წარმოადგენდეს ფულის გათეთრების დანაშაულს. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს შესწავლილი საერთაშორისო პრაქტიკა, გაანალიზებული გვაქვს მათ შორის საქართველოს კანონმდებლობა და მიგვაჩნია, რომ წარდგენილი ქმედება და მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ ჩადენილია “ფულის გათეთრების” დანაშაული. შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, რომ იმსჯელოს იმაზე, საერთოდ, რამდენად ადეკვატურია წარდგენილი ბრალი,”-ამბობს ლომჯარია.

banner
წინა სტატიაშისპირიდონმა მღვდლებს ლგბტქ შეთანხმებაზე ხელმომწერი პოლიტიკოსების ზიარება აუკრძალა
შემდეგი სტატიასამნიძე ხაზარაძის ინიციატივაზე: ძალიან ადრეა ლაპარაკი ვინ რჩება პარლამენტში და ვინ არა