ომბუდსმენი: ძალიან სახიფათოა მძევლის დისკრედიტაციის კამპანია

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია “სახიფათოს” უწოდებს სამთავრობო მედიის მიერ პოლიტიკური გემოვნების გამო მძევლის დისკრედიტაციის მცდელობას.

საქართველოს ბანკში შეჭრილი თავდამსხმელის მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას გაშავებას ტელეკომპანია იმედი დღეს მთელი დღის განმავლობაში ცდილობს მას შემდეგ, რაც თავდამსხმელის მითითებით, ის მთავარ არხს დაუკავშირდა.

“მძევალი, რომელიც მედია საშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში, რადგან სწორედ მას იყენებს შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ, მის მიმართ სხვაზე მეტი “ინტერესი” აქვს. შეიარაღებული პირის ფსიქოპორტრეტი, მისი რეალური მიზნები არავინ იცი, ამიტომ, ძალიან სახიფათოა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მძევლის დისკრედიტაციის წამოწყებული კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მძევლების, სამართალდამცავების სიცოცხლე და უსაფრთხოება. მოვლენების არასწორ გაშუქებას, არასწორი აქცენტების გაკეთებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ვიყოთ სოლიდარულები უდანაშაულო ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა”. – წერს ნინო ლომჯარია.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაზუგდიდში სამხედრო სპეცტექნიკის ნაწილმა ტერიტორია დატოვა