ომარ ნიშნიანიძე: ჩვენ გვყავდა დავით აღმაშენებელი, ბიძინა არის მაშენებელი, მიშა იყო მაშინებელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე რუსთავი 2-თან დაკავშიორებულ სასამართლო პროცესებს ასე ეხმაურება:

“ზოგიერთი ადამიანი, რომელიც გლანძღავს, განგაქიქებს და მასხრად გიგდებს, ჩვენს რეიტინგს ძალიან სწევს. ამიტომ, ერთი “რუსთავი 2″ უნდა გქონდეს ქვეყანაში, თუ არ გაქვს უნდა გამოიგონო. ჩვენ გვყავდა დავით აღმაშენებელი, ბიძინა არის მაშენებელი, მიშა იყო მაშინებელი. იყოს ეს „რუსთავი 2“-იც, არაფერს აშავებს. მე პოლიტიკოსი ვარ და ამ სასამართლო პროცესზე ჩემგან დადებითი, ან უარყოფითი კომენტარის გაკეთება კარგი არ იქნება. სასამართლოს უნდა ვაცადოთ და მეც და ყველა ჩვენგანიც უნდა დავეთანხმოთ ამ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ნიშნიანიძემ.

banner
წინა სტატიაში“ონლაინსაკრედიტო კომპანიების საქმიანობას ეროვნული ბანკი არ არეგულირებს”
შემდეგი სტატიანუკრი ქანთარია: ახლადგამოჩეკილ ლანსელოტ მელიას მოვუწოდებ, ფრთხილად იყოს