ომარ ნიშნიანიძე – პრეზიტენდის შენიშვნების ნაწილი გავითვალისწინეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით, პრეზიდენტის შენიშვნებთან დაკავშირებით, დადებითი განწყობა არსებობს.

დეპუტატის ინფორმაციით, 3 ივნისს საგანგებო სხდომა გაიმართება, სადაც აღნიშნულ საკითხზე მოხდება მსჯელობა.

“ჩვენ პრეზიდენტის ვეტოებს მიჩვეული ვიყავით – გვანებივრებდა ამით და არგუმენტებიც ნაკლები ახლდა მას. მივესალმები, რომ მოხდა შეთანხმება, მარგველაშვილს ჰქონდა თავისი შენიშვნები, ნაწილი ალბათ გავითვალისწინეთ. პარასკევს საგენგებო სხდომა გაიმართება, ჩვენ ჩავიხედავთ, ვიმსჯელებთ, მაგრამ განწყობა არის დადებითი, რადგან გუნდმა, ლიდერებმა, ვინც მოლაპარაკებებზე იყო, იმსჯელა და ბუნებრივია, გასაზიარებელი გაზიარებული იქნა და დავა-კამათი აღარ გვექნება ამასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ნიშნიანიძემ “პირველ პრესკლუბში”.

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენიშვნები გაითვალისწინა.

პრეზიდენტმა კანონპროექტზე ვეტოს დადების მიზეზები განმარტა და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი შენიშვნებს გაითვალისწინებს.

პრემიერმა კვირიკაშვილმა კი პრეზიდენტის ვეტოს საპასუხოდ განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა უმრავლესობა ვეტოში გამოთქმულ შენიშვნებს დაეთანხმოს.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფოს დაფინანსებით კიდევ ერთი საწარმო ამოქმედდა თერჯოლაში
შემდეგი სტატია“ქმედებები, რაც ჩვენ განვახორციელეთ, აბსოლუტურად სამართლიანია”- დავით ნარმანია ბრალდებებს პასუხობს