ომარ ნიშნიანიძე “იდენტობის” აქციაზე – ქუთაისში თუ ასეთ აქციას მოვესწრებოდი, ნამდვილად არ დამესიზმრებოდა

დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე მიუღებლად მიიჩნევს ,,იდენტობის” აქციას, რომელიც დღეს ქუთაისში პარლამენტის შენობასთან უნდა გაიმართოს.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა რომ მსგავსი აქცია ქუთაისში გაიმართებოდა.

,,ჩემთვის მსგავსი აქცია მიუღებელია. ქუთაისში თუ ასეთ აქციას მოვესწრებოდი ნამდვილად არ დამესიზმრებოდა. მე უარყოფითად ვუყურებ ამ ყველაფერს.

შეკრების თავისუფლება არის, ჩვენ ანტიდისკრიმინაციული კანონიც მივიღეთ. არაფერს არ ვუშავებთ მათ და ვიცავთ მათ უფლებებს, მაგრამ დემონსტრაციას, დროშების ქნევას და რაღაც-რაღაცეების გამოფენას, ჩემს ქალაქში ნამდვილად არ მივესალმები”, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

დღეს, “იდენტობა” ქუთაისის პარლამენტის შენობის წინ აქციას გამართავს. არასამთავრობო ორგანიზაცია აპირებს გააპროტესტოს ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით საჯარო-საორგანიზაციო კომისიის შექმნის საკითხი, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილებას პარლამენტი, სავარაუდოდ, დღეს მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიდაუნის სინდრომის კვირეულს იუსტიციის მინისტრმა და იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უმასპინძლეს
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და მდივნის არჩევის წესში ცვლილებები შედის