“პაატა ბურჭულაძეს, რომელსაც ფულები უთეთრებია სააკაშვილთან ერთად, ახლა რა ქვეყნის გადარჩენა მოინდომა”

ქართული ოცნების” დეპუტატის ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, მისთვის პაატა ბურჭულაძე “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდება.

“ბიძინა ივანიშვილისა და პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით უზარმაზარი განსხვავებაა, მაშინ ქვეყანა მიდიოდა უფსკრულისაკენ, სამშობლოს დედა ჰყავდა გადახნული, ბიძინა ივანიშვილმა გადაგვირჩინა სამშობლო და პაატა ბურჭულაძეს, რომელსაც ფულები უთეთრებია მიშა სააკაშვილთან ერთად ფონდის საშუალებით, ახლა რა ქვეყნის გადარჩენა მოინდომა, რა აქვს ქვეყანას გადასარჩენი.

ქველმოქმედებაში ეჯიბრება ბიძინა ივანიშვილს? ვერ მივა, მის ფრჩხილის ოდენა საქმესთანაც ვერ მივა და რატომ იფუჭებს სახელს, ჩემგან თაყვანისცემა და პატივისცემა როგორც მომღერალს და ხელოვანს პაატა ბურჭულაძეს, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი, ვერ იმსახურებს პატივისცემას. ის ასოცირდება ჩემთან “ნაციონალურ მოძრაობასთან”, მიშა სააკაშვილთან.

რაც შეეხება იმას, რომ 2012 წელს ის შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, მისგან ყველას ფული უნდოდა, ხალხსაც ასე ეგონა, ის კი არ იყო საკმარისი, რომ ივანიშვილი ტაძრებს უშენდებდა, თეატრებს, სკოლებს ურემონტებდა, ხელოვანებს არჩენდა, ეს კი არ იყო საკმარისი, პაატა ბურჭულაძის ფონდისა და პირადად მისთვის მილიონები უნდა ჩაეჯიბა, ეს იყო მთავარი და ახლა ყველა განაწყენებულია”, – განაცხადა ნიშნიანიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილი: ლევან ბერძენიშვილის სიტყვათა წყობა, ძალიან ჰგავდა მეჭიაურის განცხადებებს
შემდეგი სტატიაგიორგი გუგავა:”კარფურ-ქარვასლაში” განლაგებული vivus.ge-ს უკან ივანიშვილი დგას