ომარ ნიშნიაძე: მთელი საქართველო მათ ხელებს ლოცავს, ვინც ბოკერია და სხვები გალახა

ცხრა წლის განმავლობაში გვცემდნენ და რატომ გიკვირთ, რომ ახლა ხელი შევუბრუნოთ მათ, დროზე უნდა გალახულიყვნენ, თავის დროზე უნდა დასჯილიყვნენ და დღეს ეს არ მოხდებოდა. – აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი ომარ ნიშნიანიძე კორცხელში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას.

მისივე თქმით ჯერ 2012 წელს კარალეთში მომხდარი ფაქტის მონაწილეეები დასაჯონ და მერე „ამ ბიჭებსაც ყურები ავუწიოთ.“

„მოდი, ჯერ დავსაჯოთ ისინი, ვინც 2012 წელს თავები დაგვიხეთქეს ქვებით კარალეთში. თუ ერთი ადგილი ჰქონდათ, ის ხალხი დაესაჯათ. მერე დააყენონ იმის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეს ბიჭები გააგზავნა სამეგრელოში და მერე კი ბატონო, ამ ბიჭებსაც ვუთხრათ, თუ გინდა ყური ავუწიოთ, მე ვიტყოდი – დავარიგოთ, რომ არჩევნების დღეს და არჩევნების პერიოდში არ შეიძლება მათი ცემა, თორე ისე საცემები არიან.,”- აღნიშნა ომარ ნიშნიანიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგლა ოთხოზორიას ოჯახს სამძიმარი პრემიერმა და მთავრობის წევრებმა გამოუცხადეს
შემდეგი სტატიატელეკომპანია “იმედის” საქმეზე ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი დაიკითხა