ომარ ჩიქოვანი : თუ საქართველოში ხალხი დაუბრუნდა იმავე სოციალურ მიმოსვლას, არ მოხდა ერთმანეთთან სოციალური იზოლაცია, შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება და ეს შეიძლება ძალიან ცუდად აისახოს ვითარებაზე, მათ შორის სამედიცინო სფეროში

მთავარია, გაიზარდოს თვითშეგნება, მოსახლეობამ დაიწყოს მეტად თვითიზოლაცია და პირბადეების ტარება, ვინაიდან პირბადით სიარული ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმსაზღვრელი პირობაა იმისთვის, რომ ინფექცია არ გავრცელდეს, – ამის შესახებ სიეტლში მოღვაწე ექიმმა, ბავშვთა რეანიმატოლოგმა ომარ ჩიქოვანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო მაღალი იქნება პირბადეების ტარების პროცენტული მაჩვენებელი, მით უფრო ნაკლებად გავრცელდება ინფექცია.

„რაც შეეხება შეზღუდვებს, თუ საქართველოში შეზღუდვები მოიხსნა და ხალხი დაუბრუნდა იმავე სოციალურ მიმოსვლას და იგივენაირად არ დაიცვა წესები, არ მოხდა ერთმანეთთან სოციალური იზოლაცია, რა თქმა უნდა, შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება და ეს შეიძლება ძალიან ცუდად აისახოს ვითარებაზე, მათ შორის სამედიცინო სფეროში“, – განაცხადა ომარ ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის წარმომადგენლობა ადამიანის უფლებათა დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე : ერთიანი აზრია, რომ თუ რამეს მივაღწიეთ ამ 3-კვირიანი შეზღუდვებით და გაფართოებული ტესტირებით, მერე უცბად წყალში არ გადავყაროთ