14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

ომანის ყურეში სატვირთო გემს ჭურვი მოხვდა

Sky News-ის ინფორმაციით, ომანის ყურეში სატვირთო გემს ჭურვი მოხვდა.

„გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ სააგენტოს (UKMTO) ცნობით, სატვირთო გემს ორი „დაუდგენელი ჭურვი“ ომანის ყურეში მოხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით,  გემზე ხანძარი გაჩნდა და ეკიპაჟს დახმარება პაკისტანის სამხედრო-საზღვაო ხომალდმა გაუწია.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაუხსნა ცეცხლი გემს.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის მიერ გამოცხადებული ირანის საზღვაო ბლოკადა ამოქმედდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ბლოკადა ომანის ყურესა და ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით არაბეთის ზღვაში მოქმედებს და დროშის მიუხედავად ყველა გემზე ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციაში ხელშეწყობისა ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატია“თბილისი ენერჯი” აბონენტებს  აფრთხილებს