ვოლსკი – სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს და თავი დაანებოს ოპოზიციური პარტიების შანტაჟს

შიმშილობა ერთ-ერთი ბერკეტია, რათა ვითარება დაიძაბოს და უმართავ პროცესებში გადავიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ შიმშილობა მექანიზმია და საკმაოდ საეჭვოც არის შიმშილობის პროცესიც, ბევრი კითხვაა ამ საკითხზე. ადამიანურად რომ ვთქვა, შიმშილობა უნდა შეწყვიტოს და დაანებოს თავი ოპოზიციური პარტიების შანტაჟს იმაზე, რომ ის არის ქვეყნის გადამრჩენელი, დამფუძნებელი, აბრაამ ლინკონი თუ ჯორჯ ვაშინგტონი. ოპოზიციას მისცეს საშუალება იმუშაონ პარლამენტში, საკრებულოებში და საზოგადოებას თავი დაანახონ, არა როგორც რევოლუციონერებმა, არამედ კონსტრუქციულმა ოპოზიციამ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია პარლამენტზე: ვერ გამოვრიცხავ, აქ ყოფნა ვინმეს მოსწყინდეს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: უნდათ გორის ჰოსპიტალში გადაყვანა, საიდანაც ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ გატაცება იგეგმება