ვოლსკი: ინტენსიურად არის საუბრები, რომ საეჭვოა დამთხვევები გახარიას თანამდებობიდან გადადგომასა და ჩანაწერის გავრცელებას შორის

რა დასამალია და საზოგადოებაშიც უკვე ინტენსიურად არის საუბარი იმაზე, რომ საკმაოდ საეჭვოა დამთხვევები გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომასა და ასეთი ინფორმაციის გავრცელებას შორის. სამწუხაროა, გიორგი გახარიამ სახელმწიფოსთვის საგანგებოდ დამაზიანებელი ნაბიჯი გადადგა და მართლაც იმის გამკეთებელია, რაზეც დღეს საზოგადოების ნაწილი საუბრობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„გამოძიების შედეგებით ჩემს სიტყვებს უკან სიამოვნებით წავიღებდი, მაგრამ ახლა ამის თქმით საფუძველი გამაჩნია. გიორგი გახარიას ამ გუნდს წვდომა ჰქონდა არა მხოლოდ ასეთი მასალების ხელში ასაღებად, არამედ ასეთი მასალების მოსამზადებლად. ყოფილი მაღალჩინოსნები არიან, რომელთაც ხელი მიუწვდებოდათ ასეთი მასალების შექმნის საშუალებებსა და რესურსებზე. ნუ გვავიწყდება, რომ არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდიც, რომელსაც შეეძლო და ხელეწიფებოდა შეექმნა, მოამზადებინა, გადაეცა და გაევრცელებინა მასალები, რითიც მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში ის ქვეყანას მართავდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

წინა სტატიაშიბიზნეს დაჯილდოება 2021 იწყება
შემდეგი სტატია16-17 სექტემბერს საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი