პოლონეთი იხდის უკრაინისთვის „სტარლინკის” საფასურს და გააგრძელებს ამის გაკეთებას, – ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, კშიშტოფ გავკოვსკიმ განაცხადა

პოლონეთი იხდის უკრაინისთვის „სტარლინკის” საფასურს და გააგრძელებს ამის გაკეთებას, – ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, კშიშტოფ გავკოვსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, „სტარლინკი“ უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ინტერნეტკავშირს ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინასა და მის სამხედროებთან.

„ჩვენ ვიხდით და გავაგრძელებთ ინტერნეტის გამოწერის საფასურის გადახდას უკრაინისთვის. ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმემ შეიძლება, გადაწყვიტოს კომერციული მომსახურების ბიზნეს ხელშეკრულების შეწყვეტა, რომლის მხარეც პოლონეთია“, – განაცხადა გავკოვსკიმ.

პოლონეთმა 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინას 20,000 „სტარლინკის” მოწყობილობა მიაწოდა და აფინანსებს მათ ტექნიკურ მომსახურებას ინტერნეტკავშირის მხარდასაჭერად.

შეგახსენებთ, „როიტერის” მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, სატელიტურ ინტერნეტ „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს.

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის სიცრუეს უწოდებს „როიტერის“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმების იძულების მიზნით, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს.

„ეს სიცრუეა. „როიტერი” იტყუება,-წერს მასკი.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: ევროპას, ამერიკას და ჩვენს ყველა პარტნიორს მსოფლიოში სჭირდება საერთო გაგება იმისა, თუ როგორ უზრუნველვყოთ, რომ პუტინმა ვეღარასდროს მოატყუოს ვინმე და რომ რუსეთმა ვეღარ მოუტანოს სიკვდილი სხვა ერებს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: ივანიშვილმა 1/2 მილიარდი დოლარის ნახატები ჩამოიტანა საბაჟო გადასახადების გარეშე