ოლივერ ვარჰეი: შევთანხმდით, მიზანია – საქართველო ევროკავშირში მოხვდეს

შევთანხმდით, მივიღოთ პროგრესი ევროკავშირის გზაზე. ამ სამუშაოს მიზანია, საქართველო ევროკავშირში მოხვდეს – აღნიშნულის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვარჰეის თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, უფრო მეტია სამუშაო იქნება.

„ბრიუსელში მივესალმები ბატონ ირაკლი კობახიძეს. ეს პირველი ვიზიტია და პირველად ვხვდებით ბრიუსელში. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დისკუსიის შემდეგ ძალიან სწრაფი ტემპით შევუდექით მუშაობას.

ვფიქრობ, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს 2 თვის წინ, მოაქვს უკვე სარგებელი და დივიდენდები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირისთვის და ერთ-ერთი დასკვნა, რომელიც შეგვიძლია, დღევანდელი დისკუსიიდან გამოვიტანოთ, გახლავთ ის, რომ ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დავაჩქაროთ ჩვენი სამუშაო, მივიღოთ პროგრესი ევროკავშირის გზაზე, 9 პუნქტი უნდა შევასრულოთ. ჩვენ ვთხოვთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, რომ დააჩქარონ სამუშაო – ეს იქნება სასამართლო რეფორმა, სხვა ნაწილები რეფორმის დღის წესრიგისა, რომელიც განვსაზღვრეთ ერთად 9 პუნქტში, რომ გადავიდეთ შემდგომ ეტაპზე, რადგან ეს არის ამ სამუშაოს მიზანი, რომ საქართველო ევროკავშირში მოხვდეს.
ჩვენ აქ არ გავჩერდებით, ბევრი სამუშაოა ჯერ კიდევ განსახორციელებელი და კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, უფრო მეტია სამუშაო“, – აცხადებს ოლივერ ვარჰეი.

შეგახსენებთ, ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირისა და ნატოს მაღალჩინოსნებს შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიბორელი: საქართველოს მოქალაქეები ძალიან მტკიცედ ფიქრობენ, რომ ევროკავშირი მათი მომავალია
შემდეგი სტატიაჯოზეფ ბორელი – მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იბრძოლოს ანტიდასავლური რიტორიკის, ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ, გვინდა, ამ მიმართულებით კიდევ მეტი ნაბიჯი ვნახოთ