ოლივერ ვარჰეი – სამხრეთ კავკასიაში ჩემი პირველი ვიზიტი მშვენიერ საქართველოში დავიწყე

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელში საქართველოში ვიზიტის შესახებ წერს.

ევროკომისრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის წარდგენა მოხდება.

„სამხრეთ კავკასიაში ჩემი პირველი ვიზიტი მშვენიერ საქართველოში დავიწყე. ამ დილით მრგვალ მაგიდაზე მე წარვადგენ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის განკუთვნილ ჩვენს ამბიციურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას დაკავშირებადობისთვის და აღგენისთვის. ჩვენ 2.3 მილიარდი ევროს მობილიზებას ვახდენთ, რომ მოვიზიდოთ 17 მილიარდ ევრომდე ინვესტიცია“, – წერს ოლივერ ვარჰეი „ტვიტერში“.

banner
წინა სტატიაშიამსტერდამში ცნობილ ჟურნალისტს ესროლეს, სამი ეჭვმიტანილი დაკავებულია
შემდეგი სტატიაპოლონელი ტურისტის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა