ოლივერ ვარჰეი: დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს, ორივე მხარე უნდა იყოს კონსტრუქციულ დიალოგში ჩართული

გასული წლის შემოდგომაზე არჩევნების შემდეგ მინდა დავასკვნა და ერთი წინადადებით ვთქვა, გვჯერა, რომ დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს, ორივე მხარე უნდა იყოს კონსტრუქციულ დიალოგში ჩართული, რომელიც მიგვიყვანს გადაწყვეტამდე, – ამის შესახებ ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა

მისი თქმით, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირები არის ის ასპექტი, რომლითაც მოქალაქეების ინტერესები იქნება ყურადღების ცენტში.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა, რომელიც არის ჩვენი წლევანდელი წლის აქცენტი ეფუძნება პოლიტიკის გზავნილებს, ამბიციურ გეგმას, რომელიც საქართველოს გააჩნია საინვესტიციო და ასოცირების ფარგლებში. მიგვაჩნია, რომ სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირები არის ის ასპექტი, რომლითაც ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იქნება ყურადღების ცენტში. ამასი ჩართული იქნება საქართველოს ხელისუფლება და მომავალშიც ვიმედოვნებთ ამაზე საუბარი სამიტზე გაგრძელდება“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი:ქართულ მხარეს შეახსენეს ევროპელმა კოლეგებმა, რომ ქვაკუთხედი დემოკრატიული საზოგადოების არის დამოუკიდებელი სასამართლო
შემდეგი სტატიაჟოზეფ ბორელი – პარლამენტის გვერდის ავლით ვერ მოვახდენთ პლურალიზმის დამკვიდრებას ქვეყანაში