ოლივერ სტოუნმა კლინტონს კორუფციაში დასდო ბრალი

ამერიკელმა რეჟისორმა, ოლივერ სტოუნმა დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატს, ჰილარი კლინტონს ბრალი კორუფციაში დასდო. მისი აზრით, რომელიც მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დააფიქსირა, არჩევნებზე დემოკრატები ვერმონტის შტატის სენატორმა, ბერნი სანდერსმა უნდა წარადგინოს.
„კლინტონმა მსოფლიოსკენ კარები გაიხურა. ის აფანატებს ნატოზე, და თვლის, რომ ეს საუკეთესოა, რაც აშშ-ს, როგორც უდიდეს სახელმწიფოს, შეუძლია საექსპორტოდ შესთავაზოს ახალ „ამერიკულ საუკუნეში“ მსოფლიოს – დაწერა რეჟისორმა. მისი თქმით, ნეოკონსერვატორებმა კლინტონი აიძულეს „რუსული აგრესიის“ დაიჯეროს, სინამდვილეში კი ზუსტად აშშ ზრდის ევროპაში რუსეთის საზღვართან საკუთარ ძალებს, როგორც ამას ადოლფ ჰიტლერი აკეთებდა მეორე მსოფლიო ომის დროს.
სტოუნის თქმით, კლინტონის სიაშია ისეთი მოვლენები, როგორიც არის 1980 წელს ნიკარაგუაში „კონტრასის“ მხარდაჭერა, 1999 წელს იუგოსლავიის დაბომბვა, ერაყის ომი, ავღანეთში გაგრძელებული არეულობები, ლიბიაში „ელიტური სახელმწიფოს განადგურება“, გონდურასში სამხედრო გადატრიალება, სირიაში „რეჟიმის შეცვლის“ მცდელობა. „ყველა ეს ეპიზოდი მსოფლიოში ექსტრემიზმს და ქაოსს იწვევდა, რაც თავის მხრივ ჩვენი ქვეყნისთვის საშიში იყო“ – წერს რეჟისორი.
რეჟისორმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ სანდერსი ერთადერთია, რომელიც ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ გამოვიდა. „კლინტონი ამ კორუფციაში ჩაფლულია“ – დაამატა ოლივერ სტოუნმა.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება. ჰილარი კლინტონი არსებული მონაცემებით, ამომრჩევლების ერთ-ერთი ფავორიტი კანდიდატია.

banner
წინა სტატიაშიობამამ გლობალურ ატომურ ტერორიზმზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაბრიტანეთში მთვრალმა ნარკოდილერმა პოლიციაში კოკაინის მოპარვის შესახებ იჩივლა