“ოლიმპოზე ზევსის ნაცვლად ზის ბიძინა ივანიშვილი, არის ჰადესი, სადაც ზის ფარცხალაძე”- ლევან ბერძენიშვილი

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმმა იმდენს მიღწია და იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ ქართველმა ხალხმა მიხეილ სააკაშვილს არა მხოლოდ 7 ნოემბერი, არამედ ბევრი რამ აპატია.

„არის ოლიმპო, და ამ ოლიმპოზე ზევსის ნაცვლად ზის ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ არის ჰადესი, სადაც ზის ფარცხალაძე. ევროპის საბჭოში მაქვს ნათქვამი,. ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილს არასოდეს აპატიებს შვიდ ნოემბერს. წლები გავიდა და ამ არჩევნებით ქართველმა ხალხმა მიხელ სააკაშვილს მხოლოდ 7 ნოემბერი კი არა ბევრი რამ აპატია. იმიტომ რომ მომავლისკენ გაიხედა.

„ვერ წარმომიდგენია (მოფერების კამპანია), იმიტომ რომ ისინი ეუბნებიან ასე: მოდი შენ აქ, შენ მე ხმა მომეცი? ეუბნები – კი, მაშინ მოგეფერები.“- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმორიგი შეხვედრა “ქართული ოცნების” ოფისში – როსტომ მეფის სასახლეში უმრავლესობის წევრები მივიდნენ
შემდეგი სტატიაივანიშვილის ვიდეო მიმართვა