ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კანონის მეორედ შემოტანა, დიდი შეთქმულების ნაწილია:

“ყირგიზეთშიც კანონი მეორე მცდელობით, 2 დღის წინ მიიღეს. შარშან საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, პრეზიდენტმა ჟაპაროვმა კანონი გაიწვია და წელს ხელახლა შემოიტანა. მანამდე ეს კანონი მიიღო ყაზახეთმა. მოსკოვის მთავარი ამოცანა, რაც პუტინმა პირველივე შეხვედრაზე განმიმარტა, არის პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთის გავლენის ამოძირკვა და ამიტომ ის, რომ ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა, საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია.
ჩვენ ახლა, როგორც არასდროს, ერთიანობა, მობილიზაცია და შეუპოვრობა გვჭირდება. ჩვენ ეს გამოგვივა!
არ გავატანინებთ და არ ავარევინებთ!” ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილის განცხადებები და შეფასებები წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან – თალაკვაძე
შემდეგი სტატიაქალი იყო, მათ შორის, პრეზიდენტი და მარტო მე ვიჯექი ტორტის მარწყვივით კაცი – ელისაშვილი