ოლიგარქის სასამართლომ ნიკა კაცია პატიმრობაში დატოვა

ოლიგარქის სასამართლომ ნიკა კაცია პატიმრობაში დატოვა. კაციას საქმეზე დღეს სასამართლოში მტკიცებულებების დასაშვებობასა და პატიმრობის გადახედვაზე მსჯელობდნენ. დაცვის მხარე აცხადებს, რომ მტკიცებულებები კანონდარღვევითაა მოპოვებული.

შემდეგი სასამართლო სხდომა 3 თებერვალს 11 საათზე ჩაინიშნა.

ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. კაციას ოლიგარქის პროკურატურა ნარკოტიკების ფლობას ედავება, რაც 8- დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ჟურნალისტი მის მიმართ წაყენებულ მძიმე ბრალდებას უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიბაჩიაშვილი: ეს პროცესი არის აბსოლუტური პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ადამიანის მხრიდან ანგარიშსწორების და დიდძალი თანხის გამოძალვის მცდელობა
შემდეგი სტატია“შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ – ესაა მზია ამაღლობელის სათქმელი-ქურდოვანიძე