ოლიგარქის სასამართლომ, ექიმი გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა

ოლიგარქის სასამართლომ, ექიმი გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა.

პროცესზე შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების საკითხი გადაისინჯა. დაცვის მხარე ახობაძისთვის პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლებას ითხოვდა, რასაც რეჟიმის პროკურატურა არ ეთანხმებოდა. მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ექიმის საქმეზე მომდევნო პროცესი 8 აპრილს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

ახობაძე 7 დეკემბერს, თამარ მეფის გამზირზე, მანქანით გადაადგილებისას ძალადობრივად დააკავეს. მის წინააღმდეგ ოლიგარქიულმა რეჟიმმა საქმე 260- მუხლით აღძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. ბრალი 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ახობაძე ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება მას პოლიციამ ჩაუდო.

banner
წინა სტატიაში“ჯინო ჰოლდინგი“ თბილისის ზღვაზე საცხოვრებელ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს „თბილისის ბულვარს“ აშენებს – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
შემდეგი სტატიაამალ და ჯორჯ კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის პროცესის მონიტორინგს იწყებს