ოლიგარქის სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი პატიმრობაში დატოვა

11-ვე ბრალდებული, რომელსაც რეჟიმის პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ ამით პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

დაკავებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობას აყენებდნენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს სთავაზობდნენ. ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა 1000 ლარიანი, გიორგი ტერიშვილის ადვოკატმა 10 000- ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.

შეგახსენებთ, რეჟიმის ტყვეები ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აქციების მიმდინარეობისას დააკავეს. ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

banner
წინა სტატიაშიჭიჭინაძე: ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: ქეთევან ჯაჭვაძევ! სირცხვილია ! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს!