ოლიგარქის მოსამართლე კვერცხების სროლის ქარიშხალში მოჰყვა. მოსამართლეს, რომელმაც კორპორატიული წვეულება დროზე ადრე დატოვა, მოქალაქეებმა კვერცხები დაუშინეს.პროტესტი მოყვა შენობიდან სხვა მოსამართლეების გამოსვლასაც. პოლიცია მათ ტერიტორიის დატოვებაში ეხმარება. “მონა!” – ისმის ადგილზე საპროტესტო შეძახილები.
ცნობისთვის, თბილისში, რესტორან “ბაბილოსთან” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რესტორანში მოსამართლეებისთვის კორპორაციული წვეულება მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს თან მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოსურათები, რომლებიც გასულ კვირებში აქციების დროს დაზარალდნენ ან სამართალდამცველებმა დააკავეს.