ოლიგარქის მორიგი ტრიუკი – ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ხელისუფლების გეგმას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ. მიხეილ სააკაშვილის თქმით, გადაწყვეტილება იქნება “ეკლესიის ანტიქრისტესათვის გადაცემა”, მისი აზრით ამ ნაბიჯით ივანიშვილი არჩევნებში “ქართული ოცნების” ჩამორჩენის გადაფარვას ცდილობს.
“ეს ნიშნავს ეკლესიის რეიდერულ მიტაცებას. წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მე მესმის, საპატრიარქო მტკიცედ არის ეკლესიის დამოუკიდებლობის დაცვის პოზიციაზე. პატრიარქს, რომელმაც კარგად იცის, რა იყო საბჭოთა დიქტატურა, შეუძლებელია იქ დაბრუნება უნდოდეს.” – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.