ოლიგარქის ცნების ქვეშ ბიძინა ივანიშვილი არ ხვდება – თანხა არის ერთი კრიტერიუმი, მაგრამ პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენა არის მეორე და მესამე, რასაც ეს ადამიანი არ აკმაყოფილებს – კობახიძე

ოლიგარქის ცნების ქვეშ ბიძინა ივანიშვილი არ ხვდება, რა თქმა უნდა, თანხა არის ერთი კრიტერიუმი, მაგრამ პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენა არის მეორე და მესამე კრიტერიუმები, რასაც ეს ადამიანი არ აკმაყოფილებს, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად შეეხება ევროკომისიის რეკომენდაციებში ასახული დეოლიგარქიზაციის პუნქტი ბიძინა ივანიშვილს.

კობახიძის განმარტებით, თავად ოპოზიციური ტელევიზიები ამტკიცებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მმართველი გუნდის ლიდერების ზარებს არ პასუხობდა, რითაც ქვეყნის პოლიტიკაში არ ერეოდა.

„ოლიგარქის ცნება ეფუძნება ობიექტურ კრიტერიუმებს, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს რაღაცაზე მეტი თანხა, მეორე და მესამე პუნქტებია პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენა, რაც არაფრით დასტურდება. პირიქით, ტელევიზიები ამტკიცებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ყურმილს არ იღებდა და არ გველაპარაკებოდა, რაზეც ვიყავით ნაწყენები. თქვენვე ამტკიცებდით, რომ ივანიშვილი არ ერეოდა პოლიტიკაში, რასაც აკეთებდით თვეების განმავლობაში, არჩევნების წინ. გამომდინარე აქედან, ოლიგარქის ცნების ქვეშ ბიძინა ივანიშვილი არ ხვდება, რა თქმა უნდა, თანხა არის ერთი კრიტერიუმი, მაგრამ პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენა არის მეორე და მესამე კრიტერიუმები, რასაც არ აკმაყოფილებს ეს ადამიანი, განსხვავებით რამდენიმე სხვა ადამიანისგან, რომლებსაც აქვთ თანხა და პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკასა, თუ მედიაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში„ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების გეგმა წარადგინა
შემდეგი სტატიაევროკავშირის პირობების შესასრულებლად საქართველოს პარლამენტმა სასესიო მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს