პარტიის „ჩვენ“ თანათავმჯდომარე, პირატექნოლოგი გიორგი პატარიძე სოცქსელში წერს:
ხვდებიან, რომ მხოლოდ რუსეთი მიიღებს მათ, და სხვა ქვეყნებში რომც გადაიხვეწონ –
„არ ესმით კოლექტიურ ზარქუებს, კალაძეებს და სისტემის ჭანჭიკებს, ორი რამ:
პოლიტიკური კრიზისი , არჩევნების გაყალბების, ხელისუფლების მიტაცების და ევროპელი გზიდან გადახვევის შემდეგ თავისით არ გაქრება. წნეხი საშინაო თუ საგარეო ეტაპობრივად იმატებს, უფსკრული საზოგადოებას, ხალხსა და რეჟიმის წარმომადგენლებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება.
ხალხზე, მოქალაქეებზე ნებისმიერი საბაბით, საშუალებით, ფორმით, საპასუხოდაც კი , ძალადობა გამოიწვევს კრიზისის უმართავობას. ძალიან კი სურთ “კოლექტიურ ნაც მოძრაობად” მონათლონ, მაგრამ პროტესტი იყო და რჩება – ზე-პარტიული , სახალხო. ამას თავადაც ხედავენ.
ხალხის “კონტროლი” შეუძლებელია, თუ ადამიანების აღშფოთება კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, მით უმეტეს, მცირე ქვეყნებში, სადაც “ყველა ყველას იცნობს”…
“ქართული ოცნებისთვის” იდეალური იყო და ჯერ-ჯერობით კვლავ არის – ახალი არჩევნების დანიშვნით პოლიტიკური კრიზისიდან შედარებით მარტივად გამოსვლა.
რა თქმა უნდა, დარჩებიან უმცირესობაში, აღარც “პრეზიდენტი” ეყოლებათ და აღარც მორჩილი მოსამართლეების კლანი, მაგრამ პოლიტიკურ ველზე მაინც დარჩებოდნენ.
ეს არ უნდა ოლიგარქს, ვინაიდან სრული კონტროლი სჭირდება კრემლის დავალების შესასრულებლად.
თუ ახალი არჩევნები არ დაინიშნება უახლოესი თვეებში, ყველაზე გვიან – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა თავად “ქართულ ოცნებას” ძალიან გაუჭირდება. შეუძლებელიც იქნება.
დრო რეჟიმის წისქვილზე წყალს არ ასხამს. მეტი და მეტი გაღიზიანება და შეცდომები ექნებათ, ვინაიდან რეჟიმის ჭანჭიკები არ არიან პოლიტიკურად გამოცდილი თუ მწიფე და არც დასავლური ფასეულობების მატარებელი ადამიანები არიან, ხელმძღვანელობენ რა ძალაუფლების მარგინალური პრინციპებით , ძალმომრეობით და შურისძიებით.
ვერცერთი ასეთი სისტემა ვერ გაუძლებს ხალხის სამართლიან ბრაზს, უკმაყოფილებას და ჩაგვრის საპასუხოდ მხოლოდ ძალადობის ახალ ტალღას მივიღებთ.
გამოსავალი ორია მსგავსი მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან, ყველასთვის სასურველი – ახალი და გამჭირვალე საარჩევნო ადმინისტრაციით ახალი არჩევნების ჩატარება
და მეორე – არა სასურველი ქვეყნისთვის – სახალხო ამბოხება, რომელიც სრულიად არ დაემსგავსება “ვარდების რევოლუციას”.
თეორიულად ოლიგარქი უშველის თავს, რეჟიმის დანარჩენი ჭანჭიკები რას აპირებენ? ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ მხოლოდ რუსეთი მიიღებს მათ, და სხვა ქვეყნებში რომც გადაიხვეწონ – ყველგან მიაგნებს მართლმსაჯულების თუ სახალხო შურისძიების ხელი…
ასეთი უამრავი მაგალითი არსებობს, თუნდაც ბოლო 100 წლის ისტორიაში.
ჩვენ ერთად დავუშვით დიდი შეცდომა, რომ ეს ადამიანები მივუშვით ხელისუფლებაში 2012 წელს. ახლა მთავარია, ხელმეორედ არ დავუშვათ შეცდომა და ახალ არჩევნებზე ახალი პოლიტიკური ძალები და გამოცდილი პროფესიონალები ავირჩიოთ , რონ ეს შეკრული წრე ერთხელ და სამუდამოდ გაირღვეს!“ – წერს პატარიძე.