ოლიგარქი “დეოლიგარქიზაციას” ვერ მოახდენს, “ქართული ოცნება” ამ რეფორმებს არ და ვერ ჩაატარებს, რაც მთავარი ბარიერია სტატუსის მოპოვების გზაზე – ჩიხლაძე

ბრიუსელში მრგვალი მაგიდის ფორმატში ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები და ე.წ. ტრიოს ქვეყნების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრას საქართველოდან “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი სერგო ჩიხლაძეც ესწრებოდა.

ჩიხლაძემ ბრიუსელში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების სიარულეში მოყვანა შესაძლებელია, თუმცა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში შეუძლებელი.

“მთავარი ამოცანა დღეს იყო, რომ კიდევ ერთხელ გაგვეგებინებინა ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის, ჩემი გამოსვლაც ამაზე იყო ორიენტირებული, რომ ის 12 რეკომენდაცია რომელიც ევროკომისიამ ჩვენს ქვეყანას დაუწესა შესრულებადია წლის ბოლომდე, უბრალოდ აქ არის ერთი მთავარი ბარიერი, ოლიგარქი “დეოლიგარქიზაციას” ვერ მოახდენს, “ქართული ოცნება” ამ რეფორმებს არ და ვერ ჩაატარებს, შესაბამისად, პირველი ამოცანაა “დეოლიგარქიზაცია”, ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორება”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიმზად ვართ, მივაწოდოთ მეტი იარაღი უკრაინას და დავუწესოთ მეტი სანქციები რუსეთს – ტრასი
შემდეგი სტატიაკომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, SpaceX საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს