8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

ოლეშკიდან ევაკუირებული მოსახლეობა ბელარუსში გადაიყვანეს

ბელარუსის მედიის ინფორმაციით, ქალაქ ოლეშკიდან ევაკუირებული მოსახლეობა თვითმფრინავებით ბელარუსში გადაიყვანეს.

სამი თვითმფრინავი, რომლითაც ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ქალაქის, ოლეშკის მცხოვრებლები ბელარუსში გადაიყვანეს, გომელის აეროპორტში დაეშვა.

ოლეშკის მცხოვრებლები ჯერ ავტობუსით რუსეთის ქალაქ ანაპაში, ხოლო შემდეგ თვითმფრინავებით ბელარუსში გადაიყვანეს.

ოლეშკიდან ევაკუირებულ მოსახლეობას გომელის აეროპორტში სამედიცინო პერსონალი და „წითელი ჯვრის“ მოხალისეები დახვდნენ.

ბელარუსიდან ოლეშკის მცხოვრებლებს უკრაინაში ავტობუსებით გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, პარასკევს საღამოს რუსეთის ომბუდსმენმა, იანა ლანტრატოვამ გამოაცხადა, რომ ოლეშკიში ჰუმანიტარული მისია დასრულდა.

banner
წინა სტატიაშილავროვი: თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, მოსკოვში უნდა ჩამოვიდეს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: რუსთაველის გამზირის მშენებლობა გაიწელება, ხარჯები გაიზრდება