ოლექსი დანილოვი – რუსეთთან გაფორმებული არცერთი სამშვიდობო ხელშეკრულების არ მჯერა

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, ოლექსი დანილოვს რუსეთთან გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულების არ სჯერა. ის დარწმუნებულია, რომ სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაშიც კი, ომი ნებისმიერ დროს შეიძლება განახლდეს, – ამის შესახებ მან „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციასთან გაფორმებული არცერთი სამშვიდობო ხელშეკრულების არ მჯერა – ასეთი [ხელშეკრულებები] ჩვენი ისტორიის განმავლობაში უკვე ძალიან, ძალიან ბევრჯერ გვქონდა და ისინი [რუსები] მუდმივად არღვევდნენ მას“, – განაცხადა დანილოვმა.

ის მიიჩნევს, რომ „უკრაინას აქვს შანსი, რომელიც მას 1991, 2004 და 2014 წლებში უკვე ჰქონდა“ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვას.

„ამ შანსისთვის ახლა ძალიან მაღალ საფასურს ვიხდით. მას მოქალაქეების, მშვიდობიანი მოსახლეობის და ჩვენი შვილების სიცოცხლის ფასად ვიხდით“, – აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

დანილოვის თქმით, უკრაინის გამარჯვება, საბოლოო ჯამში, „ქვეყნის აშენების შესაძლებლობაა“.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე – დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს პარლამენტი და აღიაროს გენოციდად რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინაში – დაუყოვნებლივ უნდა გავუგზავნოთ მოწვევა ზელენსკის, რათა გამოვიდეს საქართველოს პარლამენტში
შემდეგი სტატიარუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შესამცირებლად, გამორთეთ კონდიციონერები, ნაკლებად იარეთ მანქანებით – EU მოქალაქეებს