ოლეგ ჟდანოვი – მათ სჭირდებათ სევეროდონეცკი

“ის ფაქტი, რომ რუსები ძალებს ფრონტის ზაპოროჟიას მიმართულებიდან მეორეზე გადააქვთ, იმაზე მეტყველებს, რომ მათ სურთ სევეროდონეცკის დაპყრობა”,- ამის შესახებ რადიო NV-ს სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა განუცხადა.
მან დასძინა, რომ სევეროდონეცკში რთული ვითარებაა, შეუძლებელია იმის თქმა, თუ სად გადის ფრონტის ხაზი, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ქალაქის ნახევარი მაინც უჭირავთ. ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ თავდაცვას ლისიჩანსკ-ბახმუტის მაგისტრალთან.
„სევეროდონეცკი დღეს პოლიტიკური ამოცანაა, თუმცა ხერსონი ასევე საფრთხის შემცველი მიმართულებაა რუსეთის ფედერაციისთვის, რადგან იქ წარმატებები გვაქვს. მცირეა, მაგრამ წარმატებებია. ვნახოთ, სად ვნახავთ ჯარებს. მე უფრო მიდრეკილი ვარ, რომ ისინი სევეროდონეცკის მიმართულებით ვნახოთ“, – განაცხადა ჟდანოვმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ბელორუსის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე.
“მე ვფიქრობ, რომ სარაკეტო დარტყმა არის დიდი საფრთხე ბელორუსის მხრიდან უკრაინის დასავლეთ რეგიონებისთვის“, – დასძინა ექსპერტმა.
ბელორუსის მხრიდან შეტევის ალბათობა რჩება 50/50, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

banner
წინა სტატიაშიანჯეი დუდა – 2008 წელს პოლონეთის პრეზიდენტი ამბობდა, რომ საქართველოს შემდეგ იქნებოდა უკრაინა
შემდეგი სტატიაპარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზაალ უდუმაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა